ბოლო დროს ”ბარსელონას” ტევესი რამდენჯერმე შესთავაზეს

ბოლო დროს ”ბარსელონას” ტევესი რამდენჯერმე შესთავაზეს


”მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი, კარლოს ტევესი ბოლო დროს რამდენჯერმე შესთავაზეს ”ბარსელონას”, ავრცელებს ესპანური პრესა.

პირველად ეს მოხდა მაშინ, როცა კატალონიური კლუბის თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ მიიღო სერიოზული ტრავმა და დიდი ხნით გამოაკლდა გუნდს. არგენტინელი ფეხბურთელის აგენტმა, კია ჯურაბჩიანმა ”ბარსელონას” წარმომადგენლებთან ისაუბრა, თუმცა მან უარი მიიღო. მიუხედავად უარისა ჯურაბჩიანი საკუთარი ჩანაფიქრის შესრულებას ცდილობს და რამდენიმე დღის წინ მისი კლიენტი კვლავ შესთავაზა კატალონიურ კლუბს. მან კვლავ უარი მიიღო. ჯურანჩიანს უპასუხეს, რომ არგენტინელი ფეხბურთელის სათამაშო თვისებებს აფასებენ, თუმცა ის არ ჯდება კლუბის სპორტულ გეგმებში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.