ტევესი: "მესის დრო უნდა მივცეთ"
"ბოკა ხუნიორსის" არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი თანამემამულეს, ლიონელ მესის იცავს და აცხადებს, რომ "ბარსელონას" ვარსკვლავს დრო უნდა მისცენ.
ტევესმა კომენტარი მესის ნაკრებიდან წასვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
"არგენტინის ფეხბურთის ასოციაციაში, ახლა, სრული ქაოსია. ლეო ხედავს, როგორ იბძვრიან ფეხბურთელები საკუთარი ქვეყნისთვის და ამ დროს, მათ ასოციაციიდან ყურადღებას არ აქცევენ. ჩვენ, მის მდგომარეობაში უნდა შევიდეთ. ის დაიღალა და ეს ნორმალურია. ასეთი მომენტი, მე, რამდენჯერმე მქონდა.
მესის დრო უნდა მივცეთ. აშკარაა, რომ ის ჩვენ გვჭირდება. მას შემდეგ, რაც რამდენიმე მატჩი ჩატარდება და ფეხბურთის ასოციაციაში სიტუაცია ჩაწყნარდება, შესაძლოა, ლეოს ნაკრებში თამაში კვლავ მოუნდეს. ჩვენ მას დაველოდებით."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]