დღის პირველი ვარჯიში
”ბარსელონამ” დღეს დილით სიუტატ ესპორტივაზე დახურულ კარს მიღმა ივარჯიშა. ეს სამშაბათს დანიშნული 2 ვარჯიშიდან პირველი იყო. ”ვალენსიასთან” გასამართი მატჩისთვის პირველი გუნდის 14 და ”ბარსა ბ”-ს 8 ფეხბურთელი ემზადებოდა.
”ბარსელონა” სამეფო თასის 1/2 ფინალური შეხვედრისთვის ემზადება. გუნდი დღეს 2-ჯერ ივარჯიშებს. პირველი გუნდის 14 წევრთან ერთად ვარჯიშობდნენ ისააკ კუენკა, ჯონათან დოს სანტოსი, ტელიო, სერხი რობერტო, მარკ ბარტრა, მარკ მუნიესა, მონტოია და როდრი. ტრავმირებულბი პედრო, ინიესტა, აფელაი და ვილია დარბაზში ვარჯიშობდნენ.
გუნდი დღის მეორე ვარჯიშს ადგილობრივი დროით 18 საათზე გამართავს. სესია კვლავ სიუტატ ესპორტივაზე, დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. სესიის დასრულების შემდეგ პეპ გვარდიოლას პრეს-კონფერენციას გამართავს.
კეუნკას კურიოზული შემთხვევა
დღეს დილით ისააკ კუენკამ ივარჯიშა როგორც ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელმა. დღის მეორე ვარჯიშზე ის პირველი გუნდის წევრი იქნება, რადგან 16:30 საათზე ის კატალონიურ კლუბთან ახალ ხელშკრულებას მოაწერს ხელს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]