დღის მეორე ვარჯიში

დღის მეორე ვარჯიში


გუშინ ”ბარსელონამ” დღის მეორე სავარჯიშო სესია გამართა. განსხვავებით დილის ვარჯიშისგან მეორე სესია დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. გუნდი დღეს, ადგილობრივი დროით 9 და 19 საათზე ივარჯიშებს. შუადღით მესი პრეს-კონფერენციას გამართავს.

”სიუტატ ესპორტივას” მეორე სავარჯიშო მოედანზე პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ”ბარსა ბ”-ს 8 ფეხბურთელი იმყოფებოდა. ტიტო ვილანოვას მეორე სავარჯიშო სესიაზე იმყოფებოდნენ დავიდ ვილია, დანი ალვესი და ანდრეუ ფონტასი, თუმცა მათ ექიმები აკვირდებოდნენ. ოიერი, სერხი რობერტო, პლანასი, სერხი გომესი, ილიე, რაფინია, კიკო ფემენია და ლობატო მთელი კვირის განმავლობაში პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებენ.

დღეს გუნდი ”სიუტატ ესპორტივაზე” ორ სავარჯიშო სესიას გამართავს. პირველი 9 საათზე გაიმართება, მეორე კი 19 საათზე. დილის სესიის დასრულების შემდეგ ლეო მესი პრეს-კონფერენციას გამართავს. პრეს-კონფერენცია პირდაპირ ეთერში კლუბის ოფიციალურ საიტზე გადაიცემა.

                                  [media=http://www.youtube.com/watch?v=00RPXLapTZg]

აქვე გთავაზობთ დღის ორივე სავარჯიშო სესიის შემაჯამებელ ვიდეოს

                                  [media=http://www.youtube.com/watch?v=kNvf0LX_sZY] 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.