როსელი გუნდზე საუბრობს
”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა აღნიშნა: ”პეპ გვარდიოლას გუნდს უდიდესი ნდობა აქვს იმის გამო, რასაც აჩვენებს ბოლო წლებია. ნებისმიერი კულე, რომელსაც აქვს მახსოვრობა ენდობა გუნდს და მწვრთნელს”.
საერთო შეფასებისას როსელმა ეს სეზონის შეაფასა როგორც ”შესანიშნავი” იმის გათვალისწინების, რომ გუნდმა უკვე 3 შესაძლო ტიტულიდან 3 მოიგო.
პრიმერაში მძიმე სიტუაციაზე პრეზიდენტმა განაცხადა: ”გამარჯვებისთვის შანსები გვაქვს. გუნდი ხელებს არ ჩამოწევს და იბრძოლებს ბოლომდე. მე ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა არის სხვა ფაქტორებიც, რომლებიც მიზნის მიღწევაში ხელს გვიშლიან. თუკი გავიმარჯვებთ ძალიან კარგი იქნება, თუკი ვერ გავიმარჯვებთ მაშინ ვიქნებით მებრძოლი გუნდის მაგალითი”.
როსელმა ასევე კლუბის სურვილი გამოთქვა: ”ჩვენი სურვილია რაც შეიძლება სწრაფად მოვაწეროთ პეპ გვარდიოლასთან ახალ კონტრაქტს ხელი. ეს დადებითი მოქმედება იქნება როგორც კლუბისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]