გვარდიოლა ამჟამად პრიმერას ყველაზე გამოცდილი მწვრთნელია

გვარდიოლა ამჟამად პრიმერას ყველაზე გამოცდილი მწვრთნელია


მანოლო პრესიადოს მოხსნის შემდეგ პეპ გვარდიოლა გახდა მწვრთნელი, რომელიც ყველაზე მეტი დროა ერთი გუნდის სათავეშია. მას შემდეგ, რაც პეპი ”ბარსას” მწვრთნელი გახდა (2008 წელი) გუნდმა 220 შეხვედრა გამართა. გვარდიოლას შემდეგ მოდის უნაი ემერი, რომლის გუნდმაც 192 მატჩი გამართა.

მეოთხე მწვრთნელი ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით

მეორეს მხრივ პეპ გვარდიოლა მე-4 პოზიციას იკავებს ”ბარსელონას” მწვრთნელებში, რომლებსაც ყველაზე მეტი შეხვედრა აქვთ გამართული. მასზე უკეთესი შედეგი აქვს კრუიფს (430), რაიკაარდს (273) და მიხელსს (264). კიდევ უკეთესია გვარდიოლას პოზიცია გამარჯვებების მიხედვით. აქ ის მე-3 პოზიციაზეა (159). მას უსწრებს კრუიფი (250) და რაიკაარდი (160). თუკი მხედველობაში მხოლოდ გატანილ გოლებს მივიღებთ პეპს მხოლოდ ”ოცნების გუნდი” უსწრებს, რომელმაც 1988 წლიდან 1996 წლამდე 870 გოლი გაიტანა. გვარდიოლას გუნდის ანგარიშზე მხოლოდ 562 გოლია.

”ბარსას” ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელი

ამ დროის განმავლობაში პეპმა შეძლო და ”ბარსელონას” ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელი გახდა. 3.5 წელიწადში მისმა გუნდმა შესაძლო 16 ტიტულიდან 13 მოიგო. ეს უკვე 2-ით მეტია იოჰან კრუიფის მიღწევაზე და ხუთით მეტი ჯეკ გრინველის გუნდზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.