ალექსის სანჩესი ”რეალ სოსიედადთან” ითამაშებს

ალექსის სანჩესი ”რეალ სოსიედადთან” ითამაშებს


მიუხედავად იმისა, რომ ალექსის სანჩესმა ”მესტალიაზე” მოედანი დისკომფორტის გამო დატოვა ის მზად იქნება შაბათს, ”რეალ სოსიედადთან” გასამართი მატჩისთვის.

პეპ გვარდიოლას შეგირდები შაბათს, პრიმერას მორიგი ტურის შეხვედრას გამართავენ ”რეალ სოსიედადთან”, თუმცა გუნდში სერიოზული საკადრო პრობლემებია. სამედოცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რათა მნიშვნელოვანი ფეხბურთელები მალე დაბრუნდნენ და არის შედეგი... ალექსის სანჩესმა, რომელმაც ”რეალთან” მატჩში ტრავმა მიიღო მაინც შეძლო წინა 2 შეხვედრაში მონაწილეობის მიღებს და ის ”რეალ სოსიედადთან” მატჩშიც ძირითად შემადგენლობაში იქნება.

მადრიდის ”რეალთან” მიღებული ლავიწის ტრავმის გამო ჩილელ ფეხბურთელს 1-2 კვირა უნდა გამოეტოვებინა, თუმცა 3 დღეში ის მატჩის განაცხადში იყო ტრავმირებული პედრო შეცვალა. ”ვილიარეალთან” მატჩში ის მე-60 წუთზე ხერარდ პიკეს ნაცვლად შევიდა მოედანზე. ”ვალენსიასთან” შეხედრაში ის უკვე ძირითად შემადგენლობაშ აღმოჩნდა და 62-ე წუთზე დანი ალვესმა შეცვალა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.