”ბარსელონა” - ”სოსიედადი”. გვარდიოლა მატჩის წინ
”ბარსელონას” მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა შესანიშნავად იცის ის, რომ შეცდომის დაშვების უფლება საერთოდ აღარ აქვთ თუკი ყველა ტურნირზე ბრძოლა სურთ. ასევე მან განაცხადა, რომ ჩავი ერნანდესის ფიზიკური მდგომარეობა ახლა გაცილებით უკეთაა.
ამ მატჩიდან დაწყებული ყველა შეხვედრაში გადაწყდება ”ბარსას” ბედი სამივე ტურნირში. პრიმერაში კატალონიელები ”რეალს” 7 ქულით ჩამორჩებიან და შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვთ. ზუსტად ამით დაიწყო პეპმა პრეს-კონფერენცია: ”მე ფეხბურთელებს ვთხოვე, რომ იყვნენ ისითები, როგორებიც ბოლო წლებში იყვნენ. ვიცით, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ვართ. გამოსავალი ნათელია: უნდა ვაჩვენოთ კარგი თამაში და გავიმარჯვოთ ყველა შეხვედრაში”.
ამ თემის გაგრძელებისას პეპმა აღნიშნა, რომ ამ ტურში ”ბარსასთვის” არავითარი მნიშვნელობა არ იქნება ”ხეტაფე” - ”რეალის” მატჩს. ”ჩვენ უნდა ვეცადოთ ჩვენს მატჩში გამარჯვებას. ეს არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. გეგმა ასეთია: საქმე ისე კარგად უნდა გავაკეთოთ, როგორც ვიცით. ვნახოთ როგორ წავა საქმეები” - განაცხადა მწვრთნელმა.
ყოველთვის მესი
მიუხედავად იმისა, რომ მესიმ ”მესტალიაზე” პენალტი ვერ გაიტანა პეპმა განაცხადა: ”ლეო უსაზღვრო ფეხბურთელია. ის ყოველთვის მწყობრშია, ყოველთვის ბრძოლისთვისაა განწყობილი. ხანდახან ის საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომელიც არ უნდა აიღოს, მაგრამ თქვენ უკვე იცით ჩემი აზრი - ის ყოველთვის კარგად თამაშობს. ის ყოველთვის იტანს ან აკეთებს საგოლე გადაცემას. მისი სტატისტიკა შთამბეჭდავია”.
მწვრთნელი ასევე ჩავი ერნანდესის ფიზიკურ მომზადებას შეეხო, რომელიც ”მესტალიაზე” სათადარიგო სკამზე იჯდა: ”ის უკვე უკეთაა. ჩავის დასვენება კარგად დაეტყო. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ, რომ ის გაუძლებს და ყველაფერს აიტანს, თუმცა ჩავი უკვე 4 წელია პრაქტიკულად შეუსვენებლად თამაშობს”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]