ფეხბურთელები მატჩის შემდეგ
ფეხბურთელები მატჩის შემდეგ
ვიქტორ ვალდესი: ''ძალიან რთული მატჩი იყო. ყველაფერს ისიც ართულებდა, რომ მოედანზე ძალიან ციოდა. ასევე, ჩვენ ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით გულშემატკივრისგან, რაც ძალიან დასაფასებელია. ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ გუნდი ნელ-ნელა უბრუნდება თავის ჩვეულ ფორმას - განაცხადა ''ბარსას'' მეკარემ.
ტელიო: ''ჩვენ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავედით. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის თავკაცს. მე ის მენდო ამ შეხვედრაში. მე კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით. წინ ჯერ კიდევ ბევრი მატჩია ჩასატარებელი. ჩვენ ლიგის მოსაგებად არაფერს დავიშურებთ. გუნდს ძალიან ცოტა ხანი ქონდა ჩავარდნა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გამოვასწორედ და დამსახურებულად ავიღეთ ამ მატჩში 3 ქულა. ''რეალი'' აუცილებლად დაკარგავს ქულებს და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
დანი ალვესი: ''ჩვენ გვქონდა ბევრი შანსი გაგვეტანა მეტი გოლი, მაგრამ ეს მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ 3 ქულის ასაღებად გამოვედით მოედანზე და შევძელით კიდეც.
მესი: ''ტელიომ და კუენკამ ძალიან კარგი თამაში აჩვენეს. ჩვენ ამ თამაში ძალიან მოტივირებული ვიყავით. ჩვენ წინ ძალიან რთული მატჩები გველის. გუნდმა მთელი ყურადღება შემდეგ მატჩებს უნდა გადაიტანოს. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივრებს.
ადრიანო: ''მატჩი ცოტათი დაძაბული იყო. გუნდმა შეძლო და კარგი თამაში აჩვენა. ჩვენ კმაყოფილები ვართ ტელიოთი. ის მართლაც საოცარი ნიჭის პატრონი ფეხბურთელია. ასევე მინდა ვთქვა, რომ მე ასეთ სიცივეში არ მითამაშია. გუნდმა დამსახურებულათ აიღპ 3 ქულა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]