სუბი: ”ლონდონში ბეილის შესახებ მოლაპარაკებები არ გამიმართავს”

სუბი: ”ლონდონში ბეილის შესახებ მოლაპარაკებები არ გამიმართავს”


”ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ კომენტარი გააკეთა იმ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც კატალონიური კლუბი სერიოზულადაა დაინტერესებული ლონდონის ”ტოტენჰემის” ფეხბურთელის, გარეტ ბეილის შეძენით.

სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ ლონდონში ვიყავი ბეილის ტრანსფერზე სალაპარაკოდ. უკვე ათასჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ”ბარსელონას” ახალწვეულების 90% ამჟამად კლუბის ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობენ” - ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარის სიტყვებს ”El Mundo Deportivo” ციტირებს.

გასული წლის ნოემბერში, კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ ”ბარსელონა” მზად არაა ბეილში ”ტოტენჰემს” 40 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.