რედნაპი:"ბეილი არ იყიდება"

რედნაპი:"ბეილი არ იყიდება"

ინგლისური კლუბის, "ტოტენჰემ ჰოტსპურის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ გარეტ ბეილს გუნდი არ გაყიდის.

"ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი არის წარმოუდგენლად ძლიერი და შთამბეჭდავი. "ინტერის" წინააღმდეგ მატჩი მან მაიკონზე უკეთ ითამაშა. ჩვენი პრეზიდენტი აცხადებს, რომ კლუბი ბეილის გაყიდვას არ აპირებს. ასე, რომ დამთავრდა."-ციტირებს რედნაპის სიტყვებს "MARCA". ეს კომენტარი "ტოტენჰემის" თავკაცმა გააკეთა მაშინ, როდესაც "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ კატალონიური კლუბი გარეტ ბეილის შეძენას აპირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.