ჩარლტონი: ”ჩემპიონთა ლიგის ფინალში ”ბარსელონამ” ”მანჩესტერი” დაამცირა”
სერ ბობი ჩარლტონმა, რომელიც ფიფამ ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა მიიღო მონაწილოება გადაცემა ” Tot Gira”-ში, რომელიც კატალონიურ ენაზე გადმოიცემა. ”მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა საუბრობდა ”ბარსელონაზე”, ”რეალზე” და კატალონიური კლუბის ახალგაზრდულ სისტემაზე.
ჩარლტონმა, რომელიც ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირად რჩება (49 გოლი 106 მატჩში) აღიარა, რომ მიუხედავად პრიმერაში ”რეალის” 7 ქულიანი უპირატესობისა სხვაობა გუნდებს შორის არც ისე დიდია. ბობი ჩარლტონის სიტყვებით ”რეალს” შეიძლება ჰქონდეს ”ბარსაზე” მეტი ქულა, თუმცა თუკი სურს საუკეთესო იყოს ”ბარსას” დამარცხება უნდა შეძლოს.
”უოტფორდის”, ”პრესტონის” და ”მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელმაც 758 შეხვედრაში 249 გოლი გაიტანა განაცხადა: ”ბარსელონას” შემადგენლობაში საუკეთესო ნახევარმცველები და თავდამსხმელები თამაშობენ, ამიტომაც მთელ მსოფლიოს შურს კატალონიური კლუბის. როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ”ბარსა” ”მანჩესტერს” ეთამაშებოდა უბრალოდ დაამცირეს ჩემი გუნდი. ”მანჩესტერი” შეეცდება, რომ ეს აღარ განმეორდეს”.
სერ ბობი ჩარლტონმა დაამატა, რომ ”მანჩესტერისთვის” ყოველი მომდევნო შეხვედრა ”ბარსასთან” უფრო გართულდება, რადგან კატალონიელებს აქვთ საკუთარი სტილი და ფეხბურთელები, რომლებიც ამ სტილს ერგებიან. მისი სიტყვებით ”ბარსას” ფეხბურთელებს ნამდვილად შეუძლიათ საკუთარი თავები მსოფლიოში საუკეთესოებად მიიჩნიონ.
74 წლის ლეგენდა მიიჩნევს, რომ კატალონიური მანქანის შეჩერება რთულდება იმის გამო, რომ გუნდს შესანიშნავად აწყობილი ახალგაზრდული სისტემა აქვს. ”მანჩესტერში ყოველ წელს ”ნაიკი” ატარებს ახალგაზრდებს შორის ტურნირს და უკვე ზედიზედ 3 წელია ამ თასს ახალგაზრდა ”ბარსელონელები” ეუფლებიან. ისინი იმარჯვებდნენ იმ ხარისხის გამო, რაც სხვა გუნდებს არ ჰქონდათ - მათ იციან ბურთის დაჭერა” - დაასრულდა ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]