როსელი: ”გვარდიოლას პოზიცია კონტრაქტის შესახებ გასაგები და ახსნადია”
კატალონიური ”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმის იმედი, რომ გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, იტყობინება ესპანური პრესა.
რაც შეეხება იმას, რომ პეპ გვარდიოლა კლუბთან კონტრაქტს ყოველთვის ერთი წლით აგრძელებს კატალონიური კლუბის მმართველმა განაცხადა: ”გვარდიოლამ იცის, რომ მისი კონტრაქტის გაგრძელებისთვის ყველაფერი მზადაა. ის საკითხი, რომ გვარდიოლა ყოველთვის ერთი სეზონით აგრძელებს კონტრაქტს გასაგები და ახსნადია. საქმე ისაა, რომ ჩვენს მწვრთნელს მუდმივად სურს მოტივაციის ქონა. ვფიქრობ, რომ ის ”ბარსასთან” ხელშეკრულებას რამდენიმე კვირაში გაახანგრძლივებს”.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]