”ბარსელონა” - ”ვალენსია”. გვარდიოლა მატჩის წინ
მწვრთნელმა იცის, რომ ”ვალენსიას” წინააღმდეგ მატჩი ძალიან რთული იქნება და ფეხბურთელები სრული კონცენტრირებით უნდა გავიდნენ მოედანზე, რათა თასის ფინალში გავიდნენ. იმს ფეხბურთელების შესახებ, რომლებსაც რთული ტრავმები არ აწუხებდათ პეპმა განაცხადა: ”ჩავი მწყობრშია, ალექსისი უკეთაა, ბუსკეტსის ფიზიკური კონდიციები კი ყველაზე საეჭვოა”.
ხოსეპ გვარდიოლამ იცის, რომ თასზე ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის: გუნდი ”ნოუ კამპზე” ფინალში გასასვლელად ითამაშებს მას შემდეგ, რაც ”მესტალიაზე” მატჩი 1:1 დასრულდა: ”ეს შესანიშნავი სიტუაციაა, ჩვენ ახლოს ვართ ფინალთან” - განაცხადა მწვრთნელმა და გამორიცხა თავის გასამართლებელ მიზეზად ტრავმირებული ფეხბურთელები. ”ჩვენ 11 ფეხბურთელით ვითამაშებთ 11-ის წინააღმდეგ, 7 ფეხბურთელი სათადარიგო სკამზე იქნება და ჩვენ ფორმაში ვიქნებით. ეს კაცების თამაშია, ის ძალიან მომთხოვნია”. ტრავმირებულ ფეხბურთელებზე მან განაცხადა: ”ყველაზე მეტად საეჭვო სერხიო ბუსკეტსის თამაშია, ჩავი მწყობრშია, ალექსის სანჩესი უკეთ არის, თუმცა მცირე დისკომფორტს მაინც განიცდის”.
”მჯერა, რომ გავიმარჯვებთ”
”მესტალიაზე” ნათამაშები ფრის შემდეგ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ეს კარგი შედეგია განმეორებითი მატჩის წინ. რატომ? რადგან არ ქმნის ეიფორიულ გარემოს, რაც ხანდახან არეულობას იწვევს დიდი გამარჯვების შემდეგ - რაც მოხდა ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული მატჩის შემდეგ. ეს შედეგი გუნდს მოგებას ავალდებულებს ”ნოუ კამპზე”. განმეორებითი მატჩის წინ გვარდიოლამ გამორიცხა 0:0 თამაშის შესაძლებლობა: ”მხოლოდ მოგების შემთხვევაში გავალთ ფინალში. წარმოიდგინეთ, რომ კარგ თამაშს ვატარებთ და ჩვენ აუცილებლად გავიტანთ გოლს”.
ბურთის ფლობა გადამწყვეტია
როცა პეპს ბანეგაზე ჰკითხეს და მის მნიშვნელობაზე ”ვალენსიაში” მან გარკვევით განაცხადა: ”ბანეგა ფანტასტიკური ფეხბურთელია. ჩვენ უნდა ჩავერთოთ თამაშში და ბანეგა არაეფექტური უნდა გავხადოთ”.
შემდეგ მწვრთნელმა გადაწყვიტა მცირე ანალიზი გაეკეთებინა: ”ეს არის გუნდი, რომელიც მუდმივად გვიქმნის პრობლემებს... ისევე, როგორც ამას ”რეალ სოსიედადი” აკეთებს”.
პრეს-კონფერენციის დროს პეპ გვარდიოლამ მისი გზავნილი გაიმეორა: ”ვიცი, რომ უამრავი ტიტული მოვიგეთ, მაგრამ ამ ფეხბურთელებს ახალ ფინალში გასვლა სურთ. თასის ფინალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ამის გამო ოთხშაბათის მატჩი გადამწყვეტია. ყოველ დღე არ ხდება, რომ შენ ფინალში გასვლას ინაღდებ”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]