პიკე: ''ბარსა'' ბრძოლას კვლავ გააგრძელებს''

პიკე: ''ბარსა'' ბრძოლას კვლავ გააგრძელებს''

 

ხერარდ პიკემ ინტერვიუში განაცხადა, რომ ''ბარსამ'' უკვე მიაღწია საწადელს და გავიდა თასის ფინალში და ასევე თქვა, რომ გუნდი კვლავ გააგრძელებს ბრძოლას.

 
"ჩვენ ამ სეზონში კიდევ სამი ტიტულის მოგება შეგვიძლია. ერთის მოგებისკენ ჩვენ უკვე დიდი ნაბიჯი გადავდგით. გუნდი კვლავ გააგრძელებს ბოლომდე ბრძოლას. გუნდს წინ ძალიან დაძაბული ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი ელის გერმანიაში. ჩვენ სათანადოთ უნდა მოვემზადოთ ამ მატჩისთვის". ფეხბურთელმა ასევე განაცხადა: ''ბარსას'' წინ კიდევ ბევრი მატჩი ელის. ჩვენ ყველა მატჩში 3 ქულა უნდა ავიღოთ. შეცდომების დაშვების დრო აღარაა, ეს შეიძლება ჩვენ ძალიან მწარედ დაგვიჯდეს. გულშემატკივრებს ჩვენი სჯერათ და უნდა სჯეროდეთ კიდეც".

 

'მე ვფიქრობ, რომ ჩვენს გუნდს ყველაფერი შეუძლია. ''ბარსას'' ძალიან რთული იანვრის თვე ჰქონდა. ყველაფერი ერთმანეთს აეწყო. გაუთავებელი ტრავმები გუნდს ხელს ძალიან უშლის, მაგრამ ამან ჩვენ წარმატებაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს. ''ბარსა'' კიდევ ბევრ დაასამტკიცებელს დაამტკიცებს''.

 

''კოპა დელ რეის'' ფინალი 

''მე დარწმუნებული ვარ, რომ ''ბარსა'' ღირსეულად გაიმარჯვებს თასის ფინალში. ჩვენ ასევე სხვა მატჩებიც არ უნდა დაგვავიწყდეს. წინ ძალიან ბევრი გამოწვევა გველის”.  ასევე კითხვაზე, თუ სად ჩატარდება თასის ფინალი, მან განაცხადა: ''ფედერაცია ამ საკითხზე უკვე მუშაობს. ეს ჩვენი საქმე არ არის. მთავარია მოგებაზე ვიფიქროთ”.

 

დასასრულს კი ფეხბურთელი ბილბაოს ''ატლეტიკსაც'' შეეხო: ''ის ფაქტი, რომ ჩვენ ფინალში ვართ ძალიან გვახარებს, მაგრამ ვიცით რომ ფინალი ძალიან დაძაბული იქნება'' - დაასრულა ხერარდ პიკემ.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.