პიკე: "ჩვენს მოტივაციას თავად ვქმნით"

პიკე: "ჩვენს მოტივაციას თავად ვქმნით"

 

კატალონიის "ბარსელონას" მცველმა, ხერარდ პიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ბლაუგრანას სამმა ნომერმა განაცხადა, რომ მას და მის თანაგუნდელებს ჯერ კიდევ საკმარისი მოტივაცია აქვთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ტიტულები დაიპყრონ...

 

როგორც ხერარდმა განაცხადა, მის გუნდს არანაირი დამატებითი მოტივაცია არ სჭირდება: "ჩვენ არანაირი დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება. ჩვენ მას ჩვენთვითონვე ვქმნით", – ციტირებს მის სიტყვებს მადრიდული გამოცემა "მარკა".

 

კოლუმბიელი მომღერლის, შაკირას მიერ დაპყრობილი გულის პატრონი ასევე აცხადებს, რომ "ბარსას" კვლავ ვერავინ ჩამოაგდებს იმ სიმაღლეებიდან, რომელზეც ახლა იმყოფება: "რაც არ უნდა ეცადონ ჩვენი სიმაღლეებიდან ჩამოგდებას, დარწმუნებული ვარ, რომ "ბარსა" ისტორიის შექმნას კვლავ გააგრძელებს. ამისათვის ჩვენ გუნდს ყველა პირობა გააჩნია. რაც მთავარია ჩვენს გუნდში ყველა ერთმანეთის მეგობარია. ჩვენ შორის არანაირი შურის ფაქტორი არ მოქმედებს."


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.