”ოსასუნასთან” თამაში გაყინულ საფარზე

”ოსასუნასთან” თამაში გაყინულ საფარზე


”ოსასუნასთან” თამაში პეპ გვარდიოლას გუნდისთის შეიძლება კარგი ”ვარჯიში” გამოდგეს ”ბაიერთან”, ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, რადგან სამშაბათს გერმანიაში ასევე ძალიან დაბალ ტემპერატურას ელიან.

”ბარსელონას” ძალიან რთულ პირობებში თამაში მოუწევს. საუბარი მხოლოდ ტემპერატურაზე არაა, მოედნის საფრის მდგომარეობა ძალიან ცუდია. პეპ გვარდიოლამ ამის შესახებ განცხადება ხუთშაბათს, ”ვალენსიასთან” გამართული მატჩის შემდეგაც გააკეთა.

”ოსასუნასა” და ”ბარსელონას” შორის გასამართი მატჩის დროს მინუს ტემპერატურას ელიან. სასიხარულოდ დღის განმავლობაში პაპმლონაში ”+” ტემპერატურა იქნება. დამატებითი უსიამოვნება იქნება ქარი, რომელიც არასასიამოვნო გრძობას შეუქმნის ფეხბურთელებს.

თუკი მოედნის საფარზე ვისაუბრებთ, სადაც ”ოსასუნას” ფეხბურთელები ვარჯიშობენ ის უკვე გაყინულია. ამის გამო ”ოსასუნას” ფეხბურთელებს ვარჯიშის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩატარება მოუწიათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.