სესკი: "ხელოვნური საფარი და სიცივე "ბარსას" პრობლემებს ვერ შეუქმნის"
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა საკუთარი აზრი დააფიქსირა "სპარტაკთან" გასამართი შეხვედრის წინ მოედნის ხელოვნურ საფარზე და სიცივეზე.
"მოედნის საფარი და კლიმატი ჩვენთვის პრობლება არ იქნება. ყველა ჩვენთაგანს ნათამაშები გვაქვს ხელოვნურ საფარზე და სიცივეში. ამან ხელი ძლიერ ვერ უნდა შეგვიშალოს. ვარჯიშის დროს კი ბურთის ასხლეტის დონე უნდა შევისწავლოთ. ჩემპიონთა ლიგაში ყველა გუნდი საფრთეს წარმოადგენს – "სპარტაკმა" ეს "ნოუ კამპზე" დაამტკიცა. გუნდი მოედნის ცენტრში კარგად თამაშობს, აკონტროლებს ბურთს. ცალკე გამოვყოფ, რომ "ნოუ კამპზე" მათი ნახევარმცველები კონტრ–შეტევების დროს კარგად მოქმედებდნენ. "სპარტაკი" ძლიერი, ტაქტიკურად განსწავლული გუნდია, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვების იმედი გვაქვს" – განაცხადა ფაბრეგასმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]