”ბაიერი” - ”ბარსელონა”. საინტერესო ფაქტები
- ”ბაიერი” და ”ბარსელონა” დღეს მეშვიდედ შეხვდებიან ერთმანეთს. აქამდე სამ შეხვედრაში კატალონიელებმა იმარჯვეს, 2 მატჩი გერმანელების სასარგებლოდ დამთავრდა, 1 მატჩი კი ფრედ დასრუდლა.
- ”ბარსელონამ” ”ბაიერთან” გასვლითი 3 შეხვედრიდან მოიგო, ფრედ დაასრულა და წააგო თითო-თითო მატჩი.
- ამ 6 შეხვედრიდან 4 მატჩი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა, 2 მატჩი კი უეფას თასის 1/4 ფინალში 1987/88 წლის სეზონში, სადაც გამარჯვებული ”ბაიერი” დარჩა (0:0 და 0:1).
- ლუის ენრიკე და სავიოლა არიან საუკეთესო გოლეადორები ”ბაიერის” წინააღმდეგ. ორივე მათგანს გერმანული გუნდისთვის 2-2 გოლი აქვთ გატანილი.
- ”ბარსამ” 3 გერმანული გუნდი დაამარცხა ჩემპიონთა ლიგის 2 მატჩიან დუელში: ”შალკე” (2007/08), ”ბაიერნი” (2008/09) და ”შტუტგარტი” (2009/10).
- საერთოდ ”ბარსელონას” გერმანიაში 21 შეხვედრა აქვს ჩატარებული. კატალონიელებმა მოიგეს 8, ფრედ დაასრულეს ასევე 8 მატჩი და დამარცხდნენ 5 შეხვედრაში.
- ”ბაიერი” ეცდება პირველად გავიდეს 1/4 ფინალში 2001/02 სეზონის შემდეგ.
- გერმანულ კლუბს უეფას ტურნირებზე 199 გოლი აქვს გატანილი.
- ”ბაიერის” მხრიდან კისლინგი, ტოპრაკი, კადლეკი და ტრავმირებულები, ბალაკი და დერდიოკი ყვითლის მიღების შემთხვევაში შემდეგ შეხვედრას გამოტოვებენ. ”ბარსას” მხრიდან ასეთი საფრთხე მხოლოდ კარლეს პუიოლს აქვს.
- მატჩის არბიტრი შოტლანდიელი სკოტ ტომსონია. ეს მატჩი მისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მე-14 იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]