სავარაუდო შემადგენლობა
დღეს ”ბარსელონა” იმ 4 გუნდიდან ერთ-ერთი იქნება, რომლებიც განაახლებენ ბრძოლას ჩემპიონთა ლიგისთვის. პამპლონაში განცდილი მარცხის შემდეგ კატალონიურ გუნდს თამაში ლევერკუზენის ”ბაიერთან” ელის.
”სპორტის” ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ გვარდიოლა უძლიერეს შემადგენლობას დააყენებს, თუმცა ამავდროულად სათადარიგოთა სკამზე დარჩება ხერარდ პიკე, რომელსაც ბევრი ”ოსასუნასთან” მარცხში მთავარ დამნაშავედ ცნობს.
კარებში ვიქტორ ვალდესი იდგება. დაცვაში 4 მცველი - ალვეში, მასკერანო, პუიოლი და აბიდალი. ნახევარდაცვაში სავარაუდოდ მაგიური სამეული დაგვიბრუნდება - ბუსკეტსი, ჩავი და ინიესტა, რომლებმაც წინა შეხვედრა გამოტოვეს. ”ბარსელონას” შეტევაში სესკი, მესი და ალექსისი იმოქმედებენ.
თუკი პეპ გვარდიოლა ამ შემადგენლობას დააყენებს ის ძველი 4-3-3 ტაქტიკით ითამაშებს, მაგრამ ასევე მარტივად შეიძლება მისი 3-4-3 სქემად გადაკეთება. დანი ალვეში ნახევარდაცვაში აიწევს, სესკ ფაბრეგასი კი უფრო სიღრმიდან ითამაშებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]