"როგორ იქმნებოდა მსოფლიოს უდიდესი გუნდი" ნაწილი I

"როგორ იქმნებოდა მსოფლიოს უდიდესი გუნდი"   ნაწილი I

 როდესაც ცრემლიანი თვალებით, ლეო მესიმ დატოვა მოედანი 2008 წლის 4 მარტს ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს "სელტიკის" წინააღმდეგ, ეს იმის ნიშანი იყო რომ მისთვის სეზონი დასრულდა. სეზონი დასრულდა აგრეთვე "ბარსელონასთვისაც". ამ ფაქტმა კი გამოიწვია ის, რომ შედგა შეხვედრა კატალონიური გრანდის მაღალჩინოსნებისა. შეხვედრაზე კი ჩამოყალიბდა რადიკალური სტრატეგია იმისა, თუ როგორ უნდა დეცვათ 18 წლის ოქროს ბიჭუნა და როგორ უნდა უზრუნველეყოთ მისთვის მოწინავე ადგილი გუნდის ახალი ერაში, რომელიც მალე უნდა დაწყებულიყო.
     "სელტიკთან" მატჩის 38 წუთზე ლეო მესიმ მარცხენა ფეხი დაიზიანა, მასთან პირველები რონალდინიო და დეკო გაჩნდნენ, თუმცა მეგობრის დახმარება ვერაფრით შეძლეს. თვალცრემლიანმა არგენტინელმა დატოვა მოედანი და ყველასთვის ნათელი გახდა, მისი და მისი კლუბის სეზონის მომავალი ნისლში ჩაიძირა.
     დირექტორთა კაბინეტში 3 შეშფოთებული ადამიანი იმყოფებოდა: ჩიკი ბეგირისტაინი, ფერან სორიანო და მარკ ინგლა. 
    ინგლა იხსენებს: " ჩვენ შეშინებულები ვიყავით მესის ტრავმის გამო. "სელტიკთან" მატჩის შემდეგ დიდი გეგმა გავწერეთ, რომელსაც ლეო უნდა გამოეყვანა ამ მდგომარეობიდან. ამ გეგმაში ყველაფერი იყო: რომელი საჭმელი უნდა ეჭამა, რამდენი საათი უნდა ეძინა, რა სახის ვარჯიშები უნდა გაეკეთებინა ყოველ დღე. ეს იყო დეტალური გეგმა იმისა, რომ ჩვენი ოქროს ბიჭუნა მალე გამოჯანმრთელებულიყო და შემდეგშიც ნაკლებად მიეღო ტრავმები. ჩვენ დიდი ძალისხმევა და დიდი ფული გავიღეთ მის დასახმარებლად."
    ხუანხო ბრაუ მესის ფიტნეს მწვრთნელი იყო, თუმცა იგი არგენტინელთან ექსკლუზიურად არ მუშაობდა. გადაწყდა, რომ ხუანხო იმ დღიდან მესის პერსონალური მწვრთნელი გახდებოდა და იზრუნებდა იმაზე, რომ ლეოს მომავალში აღარ მიეღო ტრავმები. ფეხბურთელის დიეტას დაემატა დიდი რაოდენობით  თევზი და ბოსტნეული, ამის შედეგად მესის ორგანიზმი უფრო ძლიერი გახდებოდა,იგი ნაკლებად  მიიღებდა ტრავმებს და უფრო მალე გამოჯანმრთელდებოდა დაზიანების შემთხვევაში.

  "საჭირო იყო რონალდინიოს და დეკოს წასვლა გუნდიდან 2 მიზეზის გამო. მათ ადგილი უნდა დაეთმოთ სხვებისთვის ახალი გუნდის მშენებლობაში და აგრეთვე საჭირო იყო  მავნე ზეგავლენის მოშორება, რომელიც მათ შეიძლება ჰქონოდათ მესიზე"

   რონალდიო და დეკო ნამდვილი ვარსკვლავებივით ცხროვობდნენ მინდორს გარეთ. არც გართობას იკლებდნენ და უკვე დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემებიც ჰქონდათ. დეკო ძალიან ტრავმიანი გახდა, რონალდინიო კი  საგრძნობლად იმატებდა წონაში. ამიტომ მას ფსიქოლოგიური პრობლემებიც დაეწყოდა და მალე, ბრაზილიელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიდან საშუალო დონის მოთამაშედ იქცა.

   უკვე შესამჩნევი გახდა, რომ მესის უნდა გამოეჩინა ძალიან დიდი ნებისყოფა იმისთვის, რომ არ აჰყოლოდა იმათ, ვისაც იგი კერპად მიიჩნევდა და ვინც მას ოჯახის წევრივით ეპყრობოდა. თუ იგი გემოს გაუსინჯავდა ღამის ცხოვრებას, მაშინ "ბარსელონა"   ორის ნაცვლად სამ ფანტასტიურ ფეხბურთელს დაკარგავდა. ბრაზილიელი უნდა წასულიყო.....

  ჩიკი ბეგირისტაინი იხსენებს თუ რაზე საუბრობდნენ ინგლა და სორიანო. "რონალდინიო და დეკო უკვე კონტროლიდან იყვნენ გამოსულნი, ჩვენ ვკარგავდით 2 საუკეთესო ფეხბურთელს...ძნელი იყო იმ ადამიანის გაშვება, რომელმაც მაგია დააბრუნა "კამპ ნოუზე."

   სორიანომ ამბობს : "აშკარა იყო რონალდინიო ჩამქრალ ვარსკვლავს ემსგავსებოდა. 2005 წელს გვინდოდა მასთან კონტრაქტი 2014 წლამდე გაგვეხანგრძლივებინა, მაგრამ 2007 წელს უკვე ვიცოდით, რომ იგი აღარ იქნებოდა მომავალში კლუბის თილისმა. ეს თილისმა ლეო  უნდა გამხდარიყო."  

    შეხვედრის ბოლოს ინგლამ  გადამწყვეტი სიტყვები წარმოთქვა: " თუ გვინდა მესის ძალას და დიდებულებას გასაქანი მივცეთ, დეკო და რონალდინიო გუნდიდან უნდა გავუშვათ."

                                                                                                                         გაგრძელება იქნება....

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.