ბართომეუ: ”გვარდიოლას ისტორია ”ბარსელონაში” არ დასრულებულა”

ბართომეუ: ”გვარდიოლას ისტორია ”ბარსელონაში” არ დასრულებულა”


”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ დარწმუნება გამოხატა იმაში, რომ გუნდის მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა გააგრძელებს კლუბში მუშაობას, გადმოგვცემს ესპანური პრესა.

აღნიშვნის ღირსია ის, რომ პეპ გვარდიოლას კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი კატალონიურ კლუბთან ბოლო დღეებში ესპანეთში ძალიან ხშირად განიხილება.

ჩვენ ძალიან გვსურს, რომ გვარდიოლამ კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმოს. ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და გუნდის მას შემდეგ აგრძელებს მოგებებს, რაც ის სათავაში ჩაუდგა. მე თავად მჯერა იმის, რომ გვარდიოლას ისტორია ”ბარსელონაში” არ დასრულებულა” - განაცხადა ბართომეუმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.