”ბარსელონა” დამიაოს და ოსკარს აკვირდება

”ბარსელონა” დამიაოს და ოსკარს აკვირდება


”ბარსელონა” აკვირდება ბრაზილიის სატრანსფერო ბაზარს. განსაკუთრებით კატალონიელები დიდ ყურადღებას უთმობენ ლეანდრო დამიაოს და ოსკარს, რომლებიც ”ინტერნაციონალის” (პორტო ალეგრე) რიგებში ასპარეზობენ.

დამიაომ 54 შეხვედრაში 40 გოლის გატანა მოახერხა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მთავარ პრეტენდენტად ითვლება ”ბარსელონაში” გადასვლის, თუკი კატალონიელები ცენტრალური თავდამსხმელის შეძენას გადაწყვეტენ. 22 წლის ფეხბურთელით ინგლისური კლუბებიც ინტერესდებიან. გასულ ზაფხულს ეს ფეხბურთელი თითქმის ”ტოტენჰემში” იყო გადასული, თუმცა მოლაპარაკება ბოლო მომენტში ჩაიშალა.

ნახევარმცველმა ოსკარ დოს სანტოსმა ”ინტერნაციოალის” ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა და 2010 წელს პირველ გუნდში გადავიდა. ფეხბურთელს ”ბარსელონა” მაშინ აკვირდებოდა, როცა ის 15 წლის იყო და ყველა რიკარდო კაკას ადარებდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.