პიკე ”ვალენსიასთან” ითამაშებს

პიკე ”ვალენსიასთან” ითამაშებს


”ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ხერარდ პიკე პრიმერას 24-ე ტურის მატჩში, ”ვალენსიას” წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, გვამცნობს ”sport.es”.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პიკესა და პეპ გვარდიოლას შორის  კონფლიქტი მოხდა . ვარაუდობდნენ, რომ ამ მიზეზის გამო ფეხბურთელმა გამოტოვა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის შეხვედრა, ლევერკუზენის ”ბაიერთან”.

გეტყვით, რომ პრიმერას მიმდინარე სეზონში ხერარდ პიკემ მონაწილეობა 14 შეხვედრაში მიიღო და 1 გოლის გატანა მოახერხა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.