მესი აგრძელებს ისტორიის შექმნას
– "ბარსელონამ" პრიმერას პირველ 12 ტურში 39 გოლის გატანა მოახერხა, საშუალოდ მატჩში 3.25 გოლი, რაც ბოლო 30 წლის მიხედვით საუკეთესო მაჩვენებელია.
– "სარაგოსას" კარში გატანილი 2 გოლის შემდეგ ლეო მესის პრიმერაში უკვე 186 გოლი დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს ის დაეწია სანტილიანას და პრიმერას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სიაში მე–9 პოზიციაზე გადავიდა.
– მესიმ 2012 კალენდარულ წელს უკვე 78 გოლის გატანა მოახერხა და 1972 წელს მიულერის მიერ გატანილ 85 ბურთს უახლოვდება. არგენტინელმა "სარაგოსასთან" ბოლოს ჩატარებულ 9 შეხვედრაში 7 გოლის გატანა შეძლო.
– გუშინ ორი გოლის გატანის შემდეგ ლეო მესიმ პრიმერას 1 შეხვედრაში 1 გოლზე მეტი გატანილი მატჩების რაოდენობით დი სტეფანოს გაუტოლდა. ლეომ პრიმერას 55 შეხვედრაში მოახერხა ერთ გოლზე მეტის გატანა. პირველ პოზიციაზე ზარა იმყოფება, რომელსაც ასეთი 76 მატჩი აქვს ჩატარებული.
– ალექს სონგმა "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ის კლუბის მე–12 მოთამაშეა, რომელმაც გოლი გაიტანა.
– პიკე და პუიოლი ერთად შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში მესამედ იყვნენ "ოსასუნასთან" და "ხეტაფესთან" მატჩის შემდეგ. "ნოუ კამპზე" მათ ერთად გასულ სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის შემდეგ არ უთამაშიათ.
– მას შემდეგ, რაც გუშინდელ შეხვედრაში სესკ ფაბრეგასი სათადარიგო სკამზე დარჩა ვიქტორ ვალდესი გუნდის ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც პრიმერას ყველა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიყო.
– მონტოია "ნოუ კამპზე" მიმდინარე სეზონში პირველად იყო ძირითად შემადგენლობაში. მარჯვენა მცველმა ძირითად შემადგენლობაში გასვლით მატჩებში ითამაშა "ხეტაფესთან", "დეპორტივოსთან", "რაიოსთან" და "ალავესთან".
– დავიდ ვილია "სარაგოსასთან" ჩატარებულ 12 შეხვედრაში არასდროს დამარცხებულა – 8 გამარჯვება და 4 ფრე.
– "ბარსასა" და "სარაგოსას" შორის "ნოუ კამპზე" 59 შეხვედრა გაიმართა. 46 მათგანი "ბარსას" გამარჯვებით დასრულდა, 11 შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა, 2 მატჩში კი სტუმრებმა იმარჯვეს. ბოლოს "სარაგოსასთან" კატალონიელები 1965/66 წლის სეზონში დამარცხდნენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]