გულშემატკივრები ტელიოს თამაშს ითხოვენ
ესპანური საიტი ”sport.es” ატარებს გამოკითხვას, თუ რა შემადგენლობის ხილვა სურთ ”ბარსას” ქომაგებს გუნდის მომდევნო შეხვედრაში.
”ბარსას” ქომაგების უმეტესობას ”ვალენსიასთან” შეხვედრაში 4-3-3 ტაქტიკით თამაში სურს. მათი აზრით დაცვაში აბიდალმა, პიკემ, პუიოლმა და ადრიანომ უნდა იმოქმედონ. რაც შეეხება ნახევარდაცვას, აქ მათ გამანადგურებელი სამეულის, ბუსკეტსი-ჩავი-ინიეტას ხილვა სურთ. სესკ ფაბრეგასი, რომელმაც ბოლო შეხვედრებში თამაშის ხარისხს უკლო სათადარიგო სკამზე რჩება.
”ბარსელონას” შეტევის ხაზში გულშემატკივრებს კრისტიან ტელიოს დაყენება სურთ, რომელმაც პრიმერას ბოლო 2 ტურში 2 გოლის გატანა მოახერხა. ტელიოს მათი აზრით ლეო მესი და ალექსის სანჩესი უნდა შეუწყვილდნენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]