მუსლიმანები ფეხბურთის სამყაროში

მუსლიმანები ფეხბურთის სამყაროში

დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე შემომეთავაზებინა ძალიან საინტერესო სტატია თქვენთვის. ეს არ ეხება კონკრეტულად "ბარსელონას", თუმცა დაკავშირებულია ფეხბურთთან. მსურს შემოგთავაზოთ იმ ცნობილი ფეხბურთელების ჩამონათვალი, რომლებიც ისლამის მიმდევარნი არიან. ალბათ ზოგიერთი პირველად შეიტყობს მათი რწმენის შესახებ, თუმცა ეს პიროვნული არჩევანია და არავის აქვს უფლება ჩაერიოს სხვის პირად ცხოვრებაში. 

 

1. ერიკ აბიდალი 

 

 

მაშ ასე, დავიწყოთ კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელით, ერიკ აბიდალით. ფრანგი ფეხბურთელი ისლამს ეზიარა მაშინ, როდესაც ცოლად მოიყვანა ჰაიეტ კებირი. ისინი მეზობლები იყვნენ ლიონში და ერთმანეთი შეუყვარდათ. ერიკ აბიდალი ასე ახასიათებს მეუღლეს: "შემიძლია უბრალოდ გითხრათ, რომ მშვენიერი ქალის გვერდით ვცხოვრობ, რომელმაც მხოლოდ თავისი გული და ორი ულამაზესი ბავშვი კი არ მაჩუქა, არამედ მაზიარა ჭეშმარიტ რწმენას - ისლამს. ეს რელიგია მშვიდობის მომხრეა".

 

2. სეიდუ კეიტა 

 

 

 

სეიდუ კეიტა ასევე "ბარსელონას" ფეხბურთელი გახლავთ. მისი სამშობლო არის მალი. სეიდუ ბავშვობიდან ისლამის მიმდევარი გახლავთ და ღრმად სწამს ამ სარწმუნოების. ხშირად დავინახავთ იმ ფაქტს, როდესაც ფეხბურთელი მატჩის დაწყებამდე დაჩოქილი ან სულაც ფეხზე მდგომი ლოცულობს და წარმატების მოტანას სთხოვს მის ღმერთს. 

 

3. იბრაჰიმ აფელაი

 

 

იბრაჰიმ აფელაი გახლავთ ჰოლანდიელი ფეხბურთელი, რომელიც 2010/2011 წლების სეზონში გადმობარგდა კატალონიის "ბარსელონაში". როგორც ხედავთ, მისი მშობლები ღრმად მორწმუნე მუსლიმანები არიან, შესაბამისად მათი შვილიც ისლამის მიმდევარია. უამრავი ამ რწმენის მიმდევრის მსგავსად იბიც ლოცულობს შეხვედრის დაწყებამდე. 

 

4. იაია ტურე

 

 

იაია ტურე გახლავთ კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი და "მანჩესტერ სიტის" ამჟამინდელი ნახევარმცველი. იაია წარმოშობით კოტ'დივუარიდანაა და მისი ოჯახი ისლამის რწმენას აღიარებს. ტურე თავის ძმასთან ერთად ხშირად ლოცულობს მეჩეთში.

 

5. კოლო ტურე 

 

 

 კოლო ტურე გახლავთ იაიას უფროსი ძმა, რომელიც ასევე "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავს. იგი ისლამის მიმდევარი გახლავთ, თუმცა რამდენჯერმე დაარღვია თავისი სარწმუნოების კანონები და მოიხმარა დოპინგი, რის გამოც საკმაოხნიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ამჟამად კოლო გამოსწურებულია და დიდ მინდორსაც დაუბრუნდა.

 

6. ნიკოლას ანელკა

 

 

ლონდონის "ჩელსის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ჩინეთში განაგრძო, ნიკოლას ანელკა, ისლამის მიმდევარი 2004 წლიდან გახლავთ. ბავშვობის მეგობრებთან ერთად არჩევდნენ ისინი თუ რომელი გზა იყო ჭეშმარიტი და ეს ისლამი გამოდგა. ანელკას მუსლიმანური სახელი გახლავთ აბდულ-სალამ ბილალი. 

 

7. ფრენკ რიბერი

 

 

 ფრანგი ფეხბურთელი ფრენკ რიბერი, რომელიც ამჟამად მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას იცავს, ცოლმა მოაქცია ისლამის რჯულზე. მას ძალიან უყვარდა თავისი მეუღლე, სწორედ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება: "მე დღეში ხუთჯერ ვლოცულობ, რათა სულიერად დავმშვიდდე. ლოცვების შემდეგ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ".

 

8. კარიმ ბენზემა

 

 

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა, გახლავთ ნახევრად ალჟირელი, ნახევრად ფრანგი. მისი მშობლები ეთაყვანებიან ისლამს და თავად ფეხბურთელიც ღრმადმორწმუნე პიროვნებაა. ბენზემაც მუდამ ლოცულობს მოედანზე გასვლის წინ. 

 

9. სამირ ნასრი

 

 

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი, სამირ ნასრი გახლავთ ალჟირული ფესვების მქონე. მისი მშობლები ისლამის მიმდევრები გახლავთ და შესაბამისად სამირიც არ ღალატობს მათ რწმენას. აქვე გეტყვით იმას, რომ ნასრის მეგობარი გოგონა სულაც არ გახლავთ ამ რჯულის მიმდევარი. 

 

10. მესუთ იოზილი

 

 

 

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, მესუთ იოზილი გახლავთ წარმოშობით თურქი. მისი მშობლები და თვითონ მესუთი ისლამის მიმდევრები არიან და ღრმად სწამთ ამ რჯულის. შეგახსენებთ, რომ გერმანელს მიმდინარე სეზონში კოფლიქტი მოუვიდა კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელთან, დავიდ ვილიასთან, რომელმაც ხელი უთავაზა თავში. ეს კი მუსლიმანთათვის დიდი შეურაცხყოფაა და ადეკვატური რეაქცია გამოიწვია მესუთში ასტურიელის ქმედებამ. 

 

11. ფრედერიკ კანუტე

 

 

ფრედერიკ კანუტე გახლავთ მალის ეროვნული ნაკრებისა და "სევილიას" ფეხბურთელი. იგი საფრანგეთში დაიბადა და 12 წელია ისლამის მიმდევარია. 20 წლის ასაკში მიიღო ეს რწმენა. აქვე გეტყვით, რომ ფრედერიკმა უარი თქვა "სევილიას" მაისურის ჩაცმაზე, რომელსაც ასპონსორებდა 888.com, ამიტომაც ამ ხნის განმავლობაში კანუტე უსპონსორო ფორმით ასპარეზობდა. 

 

12. აბუ დიაბი

 

 

აბუ დიაბი წარმოშობით კოტ'დივუარელი გახლავთ, თუმცა საფრანგეთში დაიბადა და მისი ნაკრების ღირსებასაც იცავს. აბუს კლუბი გახლავთ ლონდონის "არსენალი". დიაბი ასევე ისლამის მიმდევარი გახლავთ, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების მსგავსად ლოცულობს მოედანზე გასვლის წინ. 

 

13. ხალიდ ბულაჰრუზი

 

 

ჰოლანდიელი ფეხბურთელი ხალიდ ბულაჰრუზი საკმაოდ მორწმუნე პიროვნებაა. ისიც და მისი ოჯახიც ეთაყვანებიან ისლამს და მუდამ ლოცულობენ. ხალიდი ბავშვობიდან მისდევს ამ რელიგიას. 

 

14. ჰატემ ბენ არფა

 

 

ჰატემ ფენ არფა, რომელიც საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, გახლავთ მუსლიმანი. მას სწამს ეს რჯული და მუდამ ლოცულობს საფეხბურთო მატჩის დაწყების წინ. 

 

15. ზინედინ ზიდანი 

 

 

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ლეგენდა, ზინედინ ზიდანი გახლავთ მუსლიმანი. ბევრ თქვენგანს შეიძლება გაუკვირდა კიდევ ეს, თუმცა ზიდანი ალჟირელია და ყოველთვის ღიად აცხადებდა მისი სარწმუნოების შესახებ. 2006 წლის მუნდიალის ფინალში სწორედ იმ მიზეზით დაარტყა თავი მარკო მატერაცის, რომ იტალიელმა შეურაცხყო ისლამი და ზიდანის დედა. 

 

P.S. გაგრძელება იქნება... 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.