სეიდუ კეიტა: მესი ძველებურად თამაშობს
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი სეიდუ კეიტა კატალონიური გუნდის ლიდერზე, ლიონელ მესიზე კომენტარს აკეთებს.
"ლიონელი შესანიშნავი ფეხბურთელია. ის ელიტურ დონეზე უკვე 10 წელია თამაშობს და ამას ისევ ძველებურად აკეთებს. ასეთი რამის ოდესმე კიდევ ნახვა ძალიან ძნელი იქნება." - ციტირებს კეიტას სიტყვებს "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი.
კეიტა მესის თანაგუნდელი 2009-2012 წლებში იყო. "ბარსელონაში" მან 188 თამაში ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 14 ტიტული მოიგო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]