”ბრეშიას” პრეზიდენტი პეპ გვარდიოლაზე საუბრობს

”ბრეშიას” პრეზიდენტი პეპ გვარდიოლაზე საუბრობს


”ბრეშიას” პრეზიდენტმა, ლუიჯი კორიონიმ კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ მუშაობა შეიძლება ”ინტერში” გააგრძელოს.

ვუშვებ იმას, რომ გვარდიოლამ შეიძლება ”ინტერი” ჩაიბაროს. გუნდის აშენებისთვის მას დრო დასჭირდება, რომელსაც როგორც წესი იქ არავის აძლევენ. ძნელი წარმოსადგენია, რომ ”ინტერი” უეცრად ”ბარსელონას” სტილში ათამაშდება. ჩემი აზრით პეპ გვარდიოლა კიდევ დიდი ხნით დარჩება ”ნოუ კამპზე” - განაცხადა კორიონიმ.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლას ჯერ კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილება არ მიუღია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.