პეპი: ”ჩემი დრო ”ბარსაში” დასასრულს უახლოვდება”
გვარდიოლას ინტერვიუ რადიო ”RAI”-სთან დღის სენსაციურ ინფორმაციად გადაიქცა. რადიოსადგურმა დაარღვია ხელშეკრულება და გამოაქვეყნა მწვრთნელის ის სიტყვები, სადაც ის ამბობს, რომ მისი პერიოდი ”ბარსაში” დასასრულს უახლოვდება.
გვარდიოლა არასდროს აძლევდა პირადულ ინტერვიუებს რაც ”ბარსას” მწვრთნელი გახდა. სპეციალისტი დათანხმდა ”ბრეშიას” ხელმძღვანელობის თხოვნას და მონაწილეობა მიიღო სამახსოვრო DVD-ის შექმნაში, რომელიც მიეძღვნა ”ბრეშიას” 100 წლის იუბილეს.
ინტერვიუს მსვლელობისას, რომელიც ”Ciutat Esportiva”-ზე ჩაიწერა ჟურნალისტი პიერჯორჯო სევერინი გვარდიოლას უსმევდა შეკითხვებს ”ბრეშიაზე”... და სხვა თემებზე. გვარდიოლამ არცერთ შეკითხვას თავი არ აარიდა და განაცხადა, რომ ”მე ვფიქრობ ჩემი დრო აქ, ”ბარსელონაში” დასასრულს უალოვდება. არ შეიძლება ერთ ადგილზე ამდენ ხანს დარჩენა”.
შეხვედრის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელები და თვით გვარდიოლა შეთანხმდნენ ჟურნალისტთან, რომ ეს განცხადება საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარიყო და ჩანაწერები მხოლოდ ”ბრეშიას” შესახებ დასმულ კითხვებზე გაევრცელებინათ. იტალიაში დაბრუნების შემდეგ სევერინი ”RAI”-ის ხელმძღვანელებმა აიძულა მწვრთნელის ეს სიტყვები გამოექვეყნებინა.
სევერინი გვარდიოლას შეეხმიანა და ამცნო ეს სიტუაცია. გვარდიოლას ეს სიტყვები მის მიერ პრეს-კონფერენციებზე ნათქვამის გაგრძელებას ჰგავდა. პეპი ყოველთვის ამბობს, რომ არ სურს კონტრაქტის დიდი ხნით გაგრძელება და ურჩევნია ყოველწლიურად გახანგრძლივება. რაც არ უნდა იყოს გვარდიოლას პირველი ინდივიდუალური ინტერვიუ მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც დაირღვა შეთანხმება.
ვიდეო გვარდიოლას პასუხებით
აქ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო, სადაც გვარდიოლა ამბობს, რომ ”ბარსაში” დიდ დროს აღარ გაატარებს.
თარგმანი ფრაზის, სადაც ის საკუთარ კაიერაზე საუბრობს ასეთია: ”მე ვფიქრობ, რომ ჩემი კარიერა აქ, ”ბარსელონაში” დასასრულს უახლოვდება. აქ თავს კარაგდ ვგრძნობ, მაგრამ როცა ასეთ კლუბში ხარ დიდი ხნით ვერ გაჩერდები”.
მწვრთნელი ვიდეოს გავრცელებით შეწუხებულია
პეპ გვარდიოლას ძალიან შეწუხებულია ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ. ესპანურმა ”sport”-მა გაარკვია, რომ მწვრთნელი ძალიან გაბრაზებულია და შაბათს, ”ვილიარეალი”-”ბარსელონას” მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე მომხდარს კომენტარს გაუკეთებს...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]