ფეტელი: "ჩავი გუნდის ტვინია"

ფეტელი: "ჩავი გუნდის ტვინია"

სებასტიან ფეტელი, "ფორმულა 1"-ს 2010 და 2011 წლების გამარჯვებული, დაესწრო "ბარსელონასა" და "ვალენსიას" მატჩს, რომელიც კვირას გაიმართა. "ბარსა ტვ"-სთან საუბრისას გერმანელმა მბრბოლელმა განაცხადა: " ბრწინვალე იყო, რომ მომეცა საშუალება, მესიამოვნა ამ ორი დიდი გუნდის დაპირისპირების ხილვით ასეთ ატმოსფეროში. შესანიშნავი იყო."

 

ჩავი მისი ფავორიტია

ფეტელმა, რომელიც ფრანკფურტის "ეინტრახტის" გულშემატკივარია, განაცხადა: "მე ექსპერტი არ ვარ, მაგრამ გერმანულ ფეხბურთთან შედარებით ესპანური ფეხბურთი უფრო სრწაფი და გაცილებით უფრო მარდია. ატმოსფეროც შესანიშნავია." შეკითხვაზე, თუ ვის გამოარჩევს "ბარსელონას" დღევანდელი შემადგენლობიდან, ფეტელმა დაუყონებლივ უპასუხა: "ჩემთვის გამორჩეული ფეხბურთელი ჩავი ერნანდესია, რადგან ის არის გუნდის ტვინი, ორკესტრის დირიჟორი" და იქვე დაამატა, რომ "ლიონელ მესი დიდებული თავდამსხმელია და გააქვს ბევრი გოლი, მაგრამ ის ამდენის გატანას ვერ მოახერხებდა ბურთს რომ არ აწვდიდნენ და სწორედ ამას აკეთებს ჩავი."

 

ხოტბა მესის

ფეტელი პატივს სცემს ბწრყინვალე მესის: "ის შესანიშნავია, თავმდაბალი ფეხბურთელი, რომელიც ბრწყინვალედ თამაშობს. გეჩვენება, თითქოს მას ბურთი ფეხზე აქვს მიკრული... ძნელია იმის თქმა, არის თუ არა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. ანალოგიური სიტუაციაა "ფორმულა 1"-ში. დრო იცვლება და ახლანდელ გარემოში მოღვაწე ხალხს განსხვავებული ხარისხი სჭირდება. რთულია მისი შედარება პელესთან, ან სხვა რომელიმე ფეხბურთელთან, რადგან კონტექსტები ძალზედ განსხვავებულია."

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=cOu4uMLxGlQ]

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.