ჩავი: “ჩვენ გასვლით თამაშებში უნდა ვითამაშოთ შედეგზე და უფრო აგრესიულად”

ჩავი: “ჩვენ გასვლით თამაშებში უნდა ვითამაშოთ შედეგზე და უფრო აგრესიულად”

"ბარსელონას” ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი, რაიკაარდის გუნდის გასვლაზე ნაჩვენებ ცუდ შედეგების მიზეზად არასაკმარის განწყობას ასახელებს. მისი აზრით მხოლოდ ამ მიზეზის გამო "ბარსელონამ” 18 შესაძლებლიდან მხოლოდ 6 ქულის აღება მოახერხა გასვლით თამაშებში.

"როდესაც შენ თამაშობ სახლში, ინიციატივა ყოველთვის შენს ხელში არის, რადგან მოწინააღმდეგე მანევრირების უფრო მეტ საშუალებას გაძლევს, მაგრამ გასვლით თამაშებში ყველაფერი პირიქით არის” – განაცხადა ჩავიმ "Ona FM”-თან ინტერვიუში.

ჩავი დარწმუნებულია, რომ "საჭირო არის შედეგზე თამაში და მეტი აგრესიულობა. გასვლაზე არ შეიძლება ისე თამაში, როგორც სახლში და ჩვენ ეს უნდა გავიგოთ”.

გუნდიდან ლიდერების და რაიკაარდის წასვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე ჩავი აცხადებს: "ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გუნდს არ მიეცეს მშვიდად მუშაობის საშუალება, მაგრამ ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ”. ჩავი არ თვლის, რომ რონალდინიო თამაშობს იმაზე ცუდად, როგორც იგი თამაშობდა ორი წლის წინ.

თავად ჩავი, რომელსაც "ბარსელონასთან” კონტრაქტი 2010 წლამდე აკავშირებს, კლუბის დატოვებას არ აპირებს. სესკ ფაბრეგასის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით კატალონიელთა მესამე კაპიტანმა შემდეგი განაცხადა: "იგი "ბარსელონას” დიდი გულშემატკივარია. მის ტრანსფერთან დაკავშირებით კითხეთ ჩიკი ბეგირისტიანს”.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 14 ნოემბერი 2019 20:21
    0
    ვიგებთ აუცილებლად მიუთითეთ წყაროს შესახებ დადგენილება მიიღო გადაწყვეტილება არ
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "