”ბარსელონა” პუიოლთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

”ბარსელონა” პუიოლთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს


”ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბს და ხელმძღვანელობას გუნდის კაპიტანთან, კარლეს პუიოლთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურთ.

კარლეს პუიოლის კონტრაქტი ”ბარსელონასთან” 2013 წლის ზაფხულში სრულდება, თუმცა კატალონიურთა დამრიგებელს, პეპ გვარდიოლას კაპიტნის გუნდში დატოვება სურს. კლუბში არ სურთ, რომ პუიოლმა კარიერის ბოლო წლები სხვა გუნდში გაატაროს და უკვე მუშაობენ ახალი კონტრაქტის პირობებზე, რომელიც ორიევ მხარეს დააკმაყოფილებს.

მოსალოდნელია, რომ კარლეს პუიოლის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი რამდენიმე კვირაში მოგვარდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.