პუიოლის კონტრაქტის გახანგრძლივება გადაიდო

პუიოლის კონტრაქტის გახანგრძლივება გადაიდო

"მარკას" ცნობით, კარლეს პუიოლის კონტრაქტი უახლოეს დღეებში გაფორმდება.

 

დღეს ბლაუგრანას სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ შვებულება აიღო, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება და შესაბამისად კაპიტნის ხელშეკრულებაზე მუშაობაც აუცილებლად გაგრძელდება. კონტრაქტის პირობები ჯერჯერობით რა თქმა უნდა უცნობია.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ 34 წლის "ბარსას" სულს და გულს - კარლეს პუიოლს კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.