"ბარსას" მსოფლიო თასი: მექსიკა

მექსიკის ნაკრები ისეთ ჯგუფშია, რომელშიც თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. რაფა მარკესსა და მის თანაგუნდელებს ნამდვილად არ გაუმართლათ მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრაზე.
მექსიკა გახსნის მსოფლიო ჩემპიონატს
მექსიკელებს მხოლოდ ერთ რამეში გაუმართლათ: ისინი ითამაშებენ პირველ, მუნდიალის გახსნით მატჩს მასპინძლებთან, სამხრეთ აფრიკელებთან. შემდეგ მარკესს მოუწევს გაეჯიბროს ტიერი ანრისა და ერიკ აბიდალის საფრანგეთს. 22 ივნისს მექსიკა დაასრულებს მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს, ისინი ბოლო, გადამწყვეტ მატჩში ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
კლასიკო
საერთოდ, მექსიკის ნაკრები მიჩვეულია მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს. სამხრეთ აფრიკის მუნდიალი მათთვის მეხუთეა. წინა ოთხში "აცტეკებმა" 1/8 ფინალამდე მიაღწიეს. მათი საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა 1986 წელს: ამ დროს მათ მოახერხეს 1/4 ფინალში გასვლა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]