მესი - "ატლეტიკოს" კოშმარი
მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ჩატარებულ 13 მატჩში ლიონელ მესიმ 17 გოლის გატანა მოახერხა. აქედან ბოლო ორ შეხვედრაში მან ჰეთ-თრიკის შესრულება შესძლო.
კვირას ლიონელ მესი თავის საყვარელი მსხვერპლის პირისპირ წარსდგება. 13 მატჩში გატანილი 17 გოლის წყალობით ლეო მადრიდის "ატლეტიკოს" ღამის მოჩვენებად იქცა.
14 ლიგაში, 3 თასში
ჯერ-ჯერობით მადრიდის "ატლეტიკო" არის ის გუნდი, რომლის კარში მესის ყველაზე ბევრი გოლი აქვს გატანილი - 17. მას მოჰყვებიან "სევილია" და მადრიდის "რეალი" 13-13 გოლით. "ატლეტიკოს" 14 გოლი ლეომ ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებში გაუტანა, ხოლო 4 თასის მატჩებში.
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩებში დაფიქსირებული ბოლო პრეცედენტები. ბოლო ორ შეხვედრაში, რომლებიც სხვათაშორის "კამპ ნოუზე" გაიმართა, მესიმ "ჰეთ-თრიკები" შეასრულა. ლეოს სამი გოლი "ვისენტე კალდერონზეც" აქვს გატანილი. ეს მოხდა 2009 წლის 6 იანვარს, თასის 1/16 ფინალში. კვირას მას კიდევ მიეცემა მაჩვენებლების გაუმჯობესების შესაძლებლობა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]