შუსტერი: ”ვერ წარმომიდგენია ”ბარსა” გვარდიოლას გარეშე”

შუსტერი: ”ვერ წარმომიდგენია ”ბარსა” გვარდიოლას გარეშე”


მადრიდის ”რეალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ბერნდ შუსტერმა იმედი გამოთქვა, რომ ”ბარსელონას” ამჟამინდელი თავკაცი, პეპ გვარდიოლა კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

გულშემატკივრები, ფეხბურთელები და კლუბის ხელმძღვანელები უკვე ღიად ითხოვენ პეპ გვარდიოლას დარჩენას.

გვარდიოლა ”ბარსელონაში” უდიდესს საქმეს აკეთებს და ის აუცილებლად გაახანგრძლივებს კონტრაქტს. მე ვერ წარმომიდგენია ეს გუნდი მის გარეშე. ასევე არ მჯერა ”რეალის” ჟოზე მოურინიოს გარეშე, რადგან ის ძალიან კარგად მუშაობს. ვფიქრობ, რომ წელს როგორც მინიმუმ ”რეალი” ესპანეთის ჩემპიონი გახდება. მოურინიო ”რეალისთვის” იდეალური მწვრთნელია” - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.