მესი და ბუსკეტსი დისკვალიფიკაციის ზღვარზე

მესი და ბუსკეტსი დისკვალიფიკაციის ზღვარზე

"ბარსელონას" ფეხბურთელები უხეშობით არ გამოირჩევიან. ყველაზე ხშირად ისინი ყვითელ ბარათებს მსაჯებთან კამათის გამო იღებენ. ამის მაგალითად ლიონელ მესი გამოდგება.

 

არგენტინელი ფეხბურთელი "ვისენტე კალდერონზე" მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ სათამაშოდ კვირას გავა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ლეოს ოთხი გაფრთხილება დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში ის "ბარსას" ვერ დაეხმარება ჩემპიონატის მატჩში. ერთ-ერთი გაფრთხილება მესიმ მაშინ მიიღო, როცა "ბერნაბეუზე" "ბარსელონა" "რეალს" უპირისპირდებოდა. "რწყილი" მსაჯთან კამათის გამო დაისაჯა.

 

დისკვალიფიკაციის ზღვარზე თამაში მოუწევს სერხიო ბუსკეტსაც. მესისგან განსხვავებით ნახევარმცველმა თითქმის ყველა გაფრთხილება სათამაშო ეპიზოდებიდან გამომდინარე მიიღო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.