"ლივერპული" ტელოსთვის იბრძოლებს
Daily Mail-ის განცხადებით, კრისტიან ტელომ პირველ გუნდში კარგი თამაშის გამო არამარტო გულშემატკივრების მოწონება, არამედ სხვადასხვა კლუბების "სკაუტების" ყურადღებაც დაიმსახურა. გამოცემის ინფორმაციით "ლივერპულმა" დამკვირვებლები გამოგზავნა, რათა მათ კარგად შეისწავლონ "ბარსას" ახალგაზრდა ფეხბურთელის შესაძლებლობები.
ინგლისური კლუბი დააკვირდება განვითარებას ფეხბურთელისა, რომლის კონტრაქტიც კატალონიურ გრანდთან 2013 წლის ივნისში იწურება და შეეცდება, რომ იგი თავისუფალი აგენტის სახით ჩაიგდოს ხელში. ანალოგიური მცდელობა ჰქონდათ ინგლისელებს ისააკ კუენკასთან მიმართებაში, თუმცა ამ უკანასკნელმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]