კეიტას სხვაობის შემცირება სურს
სეიდუ კეიტამ ისაუბრა ინტერვიუში შემდეგ მატჩზე, სადაც გუნდი ''ატლეტიკოს'' დაუპირისპირდება. ''ბარსა'' შეეცდება, რომ ეს 10 ქულიანი ჩამორჩენა კიდევ არ გაზარდოს. ''წინ დაძაბული შეხვედრა გველის. ჩვენ წაგების უფლებაც აღარ გვაქვს. ''რეალის'' უპირატესობაც ახლაც საგრძნობია. ''ატლეტიკოსთან'' მატჩი ძალიან საინტერესო და ამავე დროს დაძაბული იქნება''.
ბრძოლა ბოლომდე
ასევე კეიტამ განაცხადა: ''ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს''. და მიუხედავად ამისა, ჩვენ ბოლომდე ვიბრძბოლებთ. მადრიდელები პირველ ადგილზე დამსახულებულად არიან. ჩვენ დარჩენილ მატჩებში გამარჯვებას მოვიპოვებთ.
ასევე კეიტამ ისაუბრა პეპ გვარდიოლაზე. ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ პეპი გუნდში დარჩება. ამის იმედი თითოეულ ფეხბურთელს აქვს. მისი აზრით, პეპი სეზონის ბოლომდე გუნდში საჭიროა.
ეროვნული გუნდი
დასასრულს სეიდუ კეიტამ აფრიკის თასზეც განაცხადა: ''თავიდან მე გამიჭირდა ეროვნულ გუნდში თამაში. ჩემს თანამემამულეებთან შეთამაშებული არ ვიყავი. ეს ჩვენთვის დიდი წარმატება იყო, როგორც ჩემთვის ისე ქვეყნისთვისაც. ვეცდებით შედეგი გავაუმჯობესოთ'' - დაასრულა კეიტამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]