კეიტა: "ბარსაში" თამაში საჩუქარია"

კეიტა: "ბარსაში" თამაში საჩუქარია"

მოგეხსენებათ გუშინ კატალონიის "ბარსელონამ" "ბილბაოს ატლეტიკი" გამოთიშა "დელ რეის თასიდან" და შემდეგ ეტაპზე გავიდა. გუშინდელი მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარა, "ბარსას" მალელმა ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამ. მისი თქმით "ბარსაში" თამაში საჩუქარია და მას კვლავ სურს ამ კლუბის მაისურით თამაში. კეიტამ გახარებულია მისი თანაგუნდელის ერიკ აბიდალის გოლის გატანით: " ჩვენ ყველა გახარებულნი ვართ აბიდალის, გამო რადგანაც მას ძალიან დიდი ხანია გოლი არ გაუტანია. ეს მისი პირველი გოლი იყო "ბარსას" მაისურით და იმედი მაქვს კვლავ მოახრეხებს იგი ამის გაკეთებას. ჩვენ მას ძალიან ბევრი ვეხუმრეთ. ერიკი პატარა ბავშვივით არის გახარებული და ჩვენც ვიზიარებთ მის სიხარულს," განაცხადა კეიტამ.

"თამაშობდე ამ კლუბში ეს საჩუქარია. მე ძალიან ამაყი ვარ, რადგანაც ყველას სურს აქ თამაში. ვინც ძლიერია, რა თქმა უნდა უფრო დიდი ხანი უწევს თამაში, თუმცა შენ უნდა ივარჯიშო და იბრძოლო ბოლომდე, რასაც შედეგი ნამდვილად ექნება. ეს ისაა, რაც ყველა ფეხბურთელისგან მინდა."

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ გუნდს კვლავ სურს ტიტულების მოგება: " გუნდს ძალიან სურს ტიტულების მოგება. ჩვენ ყოველდღე ისე ვვარჯიშობთ, როგორც პირველ დღეს. ძალიან რთულია ყველა ტიტულის მოგება, თუმცა ჩვენ ამას შევძლებთ."

კეიტას თქმით, მისი ნება რომ იყოს, იგი "ოქროს ბურთს" სამ ფეხბურთელს: ჩავის, მესის და ინიესტას გადასცემდა: " ჩემი აზრით ამ პრიზს სამივე მათგანი იმსახურებს. ათი წლის წინ მე მოვიგე "ოქროს ბურთი" მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატზე და ძალიან გახარებული ვიყავი."

კეიტამ ასევე შეაქო პეპ გვარდიოლა: " მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ შრომა და თავმდაბლობაა. თუ გიყვას შენი კლუბი, შენი ფანები... შრომის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. პეპი როგორც კარგი მწვრთნელია, ისე კარგი ადამიანია. უხელმძღვანელო ისეთ კლუბს, როგორიც "ბარსაა" არაა ადვილი. ის ჭკვიანი და ძალიან კარგი ადამიანია," დაასრულა კეიტამ

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.