მესი და ბუსკეტსი ”სპორტინგთან” მატჩს გამოტოვებენ

მესი და ბუსკეტსი ”სპორტინგთან” მატჩს გამოტოვებენ


”ბარსელონას” ორმა ფეხბურთელმა მადრიდის ”ატლეტიკოსთან” შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ისინი პრიმერას მომდოვნო ტურის შეხვედრას, ხიხონის ”სპორტინგთან” გამოტოვებენ.

ლეო მესი და სერხი ბუსკეტსი შაბათს, ”ნოუ კამპზე” გასამართ შეხვედრას გამოტოვებენ. ამ ფეხბურთელებმა ”ვისენტე კალდერონის” სტადიონზე ყვითელი ბარათები მიირეს, რაც მათთვის პრიმერას მიმდინარე გათმაშებაში მე-5 აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გვარდიოლა მათ ”სპორტინგთან” მატჩის განაცხადში ვერ შეიყვანს.

მესის ყვითელი ბარათი მსაჯმა შეხვედრის მე-6 წუთზე უჩვენა, როცა არგენტინელმა ბურთი ხელით გაისწორა. ეს მიმდინარე სეზონში მე-3 შემთხვევაა, როცა ლეო ხელით თამაშის გამო იღებს ყვითელ ბარათს (”ესპანიოლი” და ”ბეტისი”). ერთი ყვითელი ლეომ ”რეალ სოსიედადთან” შეხვედრაში სიმულაციისთვის მიიღო, ერთი კი ”სანტიაგო ბერნაბეუზე” პროტესტისთვის.

პრიმერას პირველი შეხვედრა ლეოს გარეშე

შემდეგი შეხვედრა პრიმერაში წელს პირველი იქნება ლეოს გარეშე. არგენტინელმა მონაწილეობა ყველა შეხვედრაში მიიღო. საერთო ჯამში მესის წელს 3 შეხვედრა აქვს გამოტოვებული: 2 მატჩი ”ოსპიტალეტთან” და ერთი მატჩი ”ბატესთან”.

გუნდს ასევე ვერ დაეხმარება სერხი ბუსკეტსი. ბოლო 12 შეხვედრიდან მან ძირითადში 9 მატჩი დაიწყო. 2 შეხვედრა ესპანელმა ნახევარმცველმა ”რეალ სოსიედადთან” მიღებული დაზიანების გამო გამოტოვა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.