გვარდიოლას გადაწყვეტილებით მესი ორშაბათამდე დაისვენებს

გვარდიოლას გადაწყვეტილებით მესი ორშაბათამდე დაისვენებს


”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ლეო მესის ორშაბათამდე დასვენების საშუალება მისცა, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო ხისონის ”სპორტინგთან” მატჩს გამოტოვებს.

ლეო მესიმ გასულ ტურში, მადრიდის ”ატლეტიკოსთან” შეხვედრაში მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ის შაბათს, ”ნოუ კამპზე” ხიხონის ”სპორტინგთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

2 ტურის წინ, ”ვალენსიასთან” მატჩში დანი ალვესმა ვერ მიიღო მონაწილეობა, რომელმაც პეპის გადაწყეტილებით 5 დღით დაისვენა და უფრო მომზადებული შეხვდა ”ატლეტიკოსთან” გასამართ შეხვედრას.

პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში ლეო მესიმ ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, შაბათს კი იშვიათი გამონაკლისი იქნება, ისიც ყვითელი ბარათების გამო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.