ლა ლიგის სამი მატჩის თარიღი შეიცვალა
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ 28-ე, 29-ე და 30-ე ტურების ახალი განრიგი დაამტკიცა. შესაბამისად "ბარსელონა" 17 მარტს გასვლით მატჩს გამართავს "სევილიასთან". რამდენიმე დღის შემდეგ გუარდიოლას შეგირდები საკუთარ მოედანზე შუა კვირაში უმასპინძლებენ "გრანადას". გუნდების დაპირისპირება 20 მარტს გაიმართება. რაც შეეხება "მალიორკა"-"ბარსელონას", "იბეროსტარის" სტადიონი გუნდების ჯახს 24 მარტს უმასპინძლებს.
ბ გუნდის განრიგი
"ბარსა ბ"-საც ახალი განრიგი აქვს. 29-ე ტურის ფარგლებში ეუსებიოს გუნდი "ალკორონს" დაუპირისპირდება "მინიესტადიზე". შეხვედრა 18 მარტს შედგება. 31-ე ტურის თამაში "ბარსა ბ"-სა და "ალკოიას" შორის 25 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 30-ე ტურის მატჩი "ბარსა ბ"-სა და "გუადალახარას" შორის გადატანილი იქნა მაისში. მისი გამართვის ზუსტი თარიღი და დრო ჯერ არ დამტკიცებულა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]