გვარდიოლა "გვადალაჰარაში"?

გვარდიოლა "გვადალაჰარაში"?

მექსიკურმა გუნდმა "გვადალაჰარამ", რომლის უკვე ერთ–ერთი მრჩეველი ლეგენდარული იოჰან კრუიფია, შესაძლოა საქმეში კატალონიის "ბარსელონას" ამჟამინდელი დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა ჩართოს და მიიწვიოს ესპანელი კლუბში, როგორც მთავარი მწვრთნელი.

 

"თუ კრუიფი გვთხოვს, რომ გუნდში მოვიწვიოთ ხოსეპ გვარდიოლა, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ძალიან კარგად მესმის, რომ პეპის გადმობირება ურთულესი იქნება, თუმცა ამისათვის ყველაფერს ვიზამთ. მან უდიდეს კლუბთან ერთად საოცრებები ჩაიდინა და ათას რამეს მიაღწია და ახლაც იგივეს აკეთებს. მისი ძალიან დიდი დამსახურებაა "ბარსას" ეს ხანა ფეხბურთის ისტორიაში ერთ–ერთ საუკეთესოდ რომ ითვლება." –ციტირებს "გვადალაჰარას" მფლობელის, ხორხე ვერგარას სიტყვებს მადრიდული გამოცემა AS–ი.

 

რაღა შეხსენება გინდათ, გვარდიოლას კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2012 წელს ეწურება და ჯერ კიდევ თავს იკავებს გახანგრძლივებისგან. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მის შესახებ ათასი მითქმა–მოთქმაა და უამრავი ჭორი ვრცელდება...მაგრამ ყველა ჭორში არის რაღაც სიმართლე. ერთი კი ფაქტია–ნამდვილად არავინ არ იტყვის უარს პეპის თავის გუნდში გადაბირებაზე. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.