სოკრატესი: "ბრაზილიის ნაკრების შემდეგი მწვრთნელი შესაძლოა გვარდიოლა გახდეს"
ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა სოკრატესი არ არის იმის წინააღმდეგი, რომ მისი სამშობლოს საფეხბურთო ნაკრების შემდეგი მთავარი მწვრთნელი "ბარსელონას" ამჟამინდელი დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა გახდეს.
"ჩვენი შემდეგ მწვრთნელი შეიძლება გახდეს ან გვარდიოლა ან კრუიფი. ყველას ახსოვს კრუიფის "ბარსელონა". ისინი ბრწყინვალე, შემტევ ფეხბურთს თამაშობდნენ. ახლა კი ფეხბურთის გულშემატკივარი პეპის ჩამოყალიბებული გუნდისგან იღებს სიამოვნებას. ბრაზილიურ ფეხბურთს განადგურება ემუქრება. აუცილებლად გვჭირდება დამრიგებელი, რომელიც ჩვეულ, შემტევ ფეხბურთს გვათამაშებს. ასევე საჭიროა გაგრძელდეს ისეთი ახალგაზრდების ჩამოყალიბება, როგორიც ნეიმარია." -განაცხადა სოკრატესმა.
გვარდიოლა 2008 წლიდან მოყოლებული "ბარსას" მწვრთნელია და უკვე უამრავი ტიტულის მოპოვება მოახერხა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]