როსელისა და გვარდიოლას შეხვედრა

როსელისა და გვარდიოლას შეხვედრა


”El Periódico de Catalunya”-ს ცნობით გუშინ ღამით სანდრო როსელი საკუთარ სახლში პეპ გვარდიოლას შეხვდა, სადაც საბოლოოდ უნდა გადამწყდარიყო ახალი ხელშეკრულების ბედი.

შეხვედრაზე იმყოფებოდა სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისატერა, ვიცე-პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ და პეპ გვარდიოლას თანაშემწე, ტიტო ვილანოვა. მათ საფუძველი ჩაუყარეს მომავალი სეზონის დაგეგმვას. ამგვარად ოფიციალური განცხადება პეპის დარჩენის შესახებ შეიძლება უახლოეს დღეებში გაჟღერდეს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ ახანგრძლივებს პეპი კონტრაქტს ტიტო ვილანოვას ჯანმრთელობის მდგომარეობაა. შეგახსენებთ, რომ ტიტომ ოპერაცია გასული წლის ნოემბერში გაიკეთა. ვილანოვას მომჯობინება ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც პეპს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

ასევე ”El Periódico”-სთვის ცნობილია, რომ კონტრაქტი უკვე გამზადებულია და მხოლოდ პეპის ხელმოწერაა საჭირო. შეიძლება კონტრაქტი მრავალწლიანი იყოს, თუმცა პეპს ყოველ წელს ახალი ხელშეკრულების გაფორმება ურჩევნია. წელს სავარაუდოდ კლუბის თხოვნით კონტრაქტი 2 წლით გახანგრძლივდება, რათა გაისად ისევ ასეთი სიტუაცია არ შეიქმნას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.