როსელი: ”ტიტო, ესპანეთის ჩემპიონატი შენ მოიგე”
”ბარსელონას” პრეზიდენტი, სანდრო როსელი და კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ გუშინ გაფრინდნენ ნიუ-იორკში, სადაც ტიტო ვილანოვა მოინახულეს.
შეგახსენებთ, რომ მწვრთნელი ამერიკაში ქიმიოთერაპიის კურსს იტარებს. სავარაუდოდ ის ნიუ-იორკში მარტის ბოლომდე დარჩება. როსელს და ბართომეუს ძალიან სურდათ ვილანოვას გამხნევება და ნდობის გამოხატვა.
”ჩვენ გამოვეთიშეთ ესპანეთის თასს, თუმცა ვაგრძელებთ ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგაში და ეროვნულ ჩემპიონატში. ჩვენ ყოველთვი ვიმეორებთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაა და ეს ჩემპიონატი სწორად შენ მოიგე” - განუცხადა როსელმა ტიტო ვილანოვას.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]