"ბარსელონა" რამის აკვირდება და გეგმაც აქვს

"ბარსელონა" რამის აკვირდება და გეგმაც აქვს

კატალონიის "ბარსელონა", როგორც გაირკვა, დიდი ხანია აკვირდება "ვალენსიას" ერთ–ერთ ფეხბურთელს, ადელ რამის. "ლურჯ–ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა რამის გადაბირებას ამა წლის ზაფხულში შეეცდება სატრანსფერო ფანჯრის გაღებისთანავე. "ბლაუგრანა" მზადაა "ღამურებს" 26 წლის ფრანგი მცველი ალბერტო ბოტიაში გაუცვალოს, რაც თუ გამოვიდა, სავსებით კარგი ვარიანტი იქნება მათთვის.

 

"ბარსელონას" აღზრდილი ბოტია ახლა არენდის სახით "სპორტინგში" თამაშობს და ვალდებულია დაუბრუნდეს თავის გუნდს ზაფხულში. კატალონიელები მის დაბრუნებაში 2 მილიონ ევროს გადაიხდიან და სწორედ ამის შემდეგ შეეცდებიან გამოიყენონ იგი რამის შესაძენად.

 

ვნახოთ რამდენად გამოვა ეს გაცვლა და რას განაცხადებს ამის შესახებ "ვალენსიელთა" მხარე. ბოტია 23 წლისაა და შეიძლება ითქვას, ყველაფერი წინ აქვს. "ღამურებს" რაიმე ნაბიჯის გადადგმამდე ბევრი ფიქრი მოუწევთ, რადგან არავინ იცის როგორ შეეჩვევა ალბერტო მათ გუნდს თუ გაცვლა შედგა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.