ტიაგო ალკანტარა კონტრაქტს შემდეგ კვირაში გაახანგრძლივებს

ტიაგო ალკანტარა კონტრაქტს შემდეგ კვირაში გაახანგრძლივებს

ტიაგო ალკანტარა კონტრაქტს შემდეგ კვირაში გაახანგრძლივებს

კატალონიური სპორტული გამოცემა Sport-ის ინფორმაციით "ბარსა ატლეტიკის" და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა "ბარსელონასთან" კონტრაქტს შემდეგ კვირაში გაახანგრძლივებს. კლუბმა უკვე გაახანგრძლივა კონტრაქტი მექსიკელ ჯონათან დოს სანტოსთან 2 წლის ვადით, ტიაგო კი შემდეგ კვირას მიაკითხავს "ბარსელონას" ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის დასადებად.
ესპანო-ბრაზილიელი ნახევარმცველის გამოსყიდვის მსურველ კლუბს 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს "ბარსელონასთვის", მაგრამ კლუბში სურთ ალკანტარამ კვლავ გააგრძელოს ვარჯიში "ბარსა ატლეტიკსა" და "ბარსელონას" პირველ გუნდთან ერთად.

წყარო: http://www.totalbarca.com/

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.